შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და დელეგაციის სხვა წევრებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, სტუმრებს მეხანძრე-მაშველთა საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრებისთვის ბაზაზე სიმულაციური საჩვენებელი მოქმედებები გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ურბანულ ხანძარზე რეაგირების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, დაშავებულის ევაკუაციის, საცოც კედელზე სამთო და სხვადასხვა სახის სამაშველო მოქმედებები. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებისთვის, სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკის და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წლებია აქტიურად თანამშრომლობს პოლონურ მხარესთან, როგორც მატერიალურ-ტექნიკური დახმარების, ასევე, სხვადასხვა სწავლების ჩატარების მიმართულებით.

კვირის სტატისტიკა

სახანძრო-სამაშველო ოპერაციები 1211

აფხაზეთი 0
აჭარა 98
გურია 26
იმერეთი 113
თბილისი 558
კახეთი 66
მცხეთა-მთიანეთი 43
რაჯა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 24
სამეგროლო-ზემო სვანეთი 63
სამცხე-ჯავახეთი 66
ცხინვალის რეგიონი 0
ქვემო ქართლი 78
შიდა ქართლი 76

  • სამაშველო ოპერაცია
  • ხანძრის ქრობის ოპერაცია
  • სპეც. დავალება

სამაშველო ოპერაცია 699
ხანძრის ქრობის ოპერაცია 367
სპეც. დავალება 136