შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეხანძრე-მაშველთა საბაზისო კურსი გაიარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეხანძრე-მაშველთა საბაზისო კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში, მეხანძრე-მაშველებმა, მეხანძრე-მაშველთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საბაზისო კურსი გაიარეს. 

 

კურსის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ პავლიაშვილმა, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

 

სწავლების მიზანს, ხანძრის ქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ახალი მეთოდების შესწავლა წარმოადგენდა. მსმენელებმა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ხანძრის ქრობის მეთოდები შეისწავლეს. წვრთნებში, სასწავლო ცენტრის და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა იყო გამოყენებული.

 

აღნიშნული სწავლების ფარგლებში, წლის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 300-მდე თანამშრომელი გადამზადდება.