შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


თბილისის 144-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს  მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროს ქცევის წესები გააცნეს

თბილისის 144-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროს ქცევის წესები გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები თბილისის 144-ე საჯარო სკოლას სპეციალური აღჭურვილობით ესტუმრნენ და მოსწავლეებს შენობაში ხანძრის გაჩენის დროს ქცევის წესები გააცნეს.

მეხანძრე-მაშველებმა სკოლის მოსწავლეებთან, ასევე, ისაუბრეს სახანძრო-სამაშველო ძალების ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. მე-3 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა საინტერესოდ და აქტიური ჩართულობით ჩატარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცნობიერების ამაღლების მიზნით მსგავს ღონისძიებებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტენსიურად ახორციელებს.