შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სოფელ წინუბანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ წინუბანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის ახალციხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ადგილობრივად შემოსული ინფორმაციის მიხედვით ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანის ტყეში დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით ხანძარი წიწვოვანი ტყის ქვედა საფარზე, დაახლოებით 2 ჰექტრამდე ფართობზე იყო გაჩენილი.

უმოკლეს პერიოდში მოხდა ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფების მობილიზება სამცხე ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან და ქვემო ქართლიდან. ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოხედრხდა ხანძრის ოპერატიულად ლოკალიზება. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ამუშავებდნენ მხრჩოლავ კერებს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 40-მდე მეხანძრე მაშველი იყო ჩართული.