შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეტყევე-სპეციალისტებს სწავლება ჩაუტარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეტყევე-სპეციალისტებს სწავლება ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი, უწყებათაშორისი სწავლება ჩატარდა. სასწავლო პროცესი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა” ფარგლებში განხორციელდა. კურსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები უძღვებოდნენ.
სამდღიანი სწავლების პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე-სპეციალისტები ტყის ხანძრების ქრობის ორგანიზების და ტაქტიკის საკითხებს გაეცვნენ. საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების წესები, ორიენტირება რუკის გარეშე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, და ასე შემდეგ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მეტყევე-სპეციალისტებს სამსახურის სტრუქტურა გააცნეს, ასევე, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს.
სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილებს. სწავლების დასასრულს, მონაწილეებს ტესტირება ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, თითოეულ მათგანს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა. სპეციალური სწავლება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად ჩაუტარდებათ.