შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ლევან ღირსიაშვილმა იტალიის სამოქალაქო დაცვის დირექტორატის მოადგილესთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ლევან ღირსიაშვილმა იტალიის სამოქალაქო დაცვის დირექტორატის მოადგილესთან ონლაინ შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ღირსიაშვილმა იტალიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო დაცვის დირექტორატის უფროსის მოადგილე - ალესსანდრო პაოლასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, მხარეებმა ორი უწყების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და სამომავალო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე იმსჯელეს. ლევან ღირსიაშვილმა იტალიელ კოლეგას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და პრიორიტეტები გააცნო. თავისმხრივ, ალესსანდრო პაოლამ ქართულ მხარეს მხარდაჭერა დაუდასტურა და აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - ნინო ბარქაია და იტალიის სამოქალაქო დაცვის დირექტორატის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - ფედერიკო ლომბარდო.
 
იტალიის რესპუბლიკის სამოქალაქო დაცვის დირექტორატი ეროვნულ სახანძრო და სამაშველო სამსახურის შემადგენლობაში შედის და პასუხისმგებელია ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი კატასტროფების პრევენციასა და რეაგირებაზე. შესაბამისად, იტალიელ კოლეგებთან თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე, სხვადასხვა სახის სწავლებების დაგეგმვის და ტექნიკური გაძლიერების მიმართულებითაც.