შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მეხანძრე-მაშველებს კრიზისში მყოფი ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური მიდგომების შესახებ ტრენინგები უტარდებათ

მეხანძრე-მაშველებს კრიზისში მყოფი ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური მიდგომების შესახებ ტრენინგები უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისთვის, კრიზისში მყოფი ადამიანებისთვის ეფექტიანი სამაშველო და პრევენციის ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, ტრენინგ-შეხვედრები მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევებზე რეაგირების გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი სასწავლო მოდული, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სპეციალურად მეხანძრე-მაშველებისა და მათი სპეციფიკური სამუშაო გარემოსთვის შემუშავდა.

სწავლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფსიქოლოგები უძღვებიან. შეხვედრების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველები კრიზისში მყოფ ადამიანებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ელემენტებს ეუფლებიან.  

ტრენინგ-შეხვედრების მიზანია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს ჩამოუყალიბდეთ ხედვა, მიდგომების უნივერსალური მეთოდების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფსიქოლოგის კაბინეტი 2019 წლიდან ფუნქციონირებს. მეხანძრე-მაშველებს საშუალება აქვთ, სპეციალისტებთან შეხვედრები დაგეგმონ როგორც ჯგუფურად, ასევე, ინდივიდუალურად. მეხანძრე-მაშველებთან ფსიქოლოგების მუშაობა განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ მიღებული და საჭირო პრაქტიკაა.

მსგავსი შეხვედრები თითოეულ თანამშრომელს სტრესულ სამუშაო გარემოსთან გამკლავებაში ეხმარება.