შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დაბა ურეკში თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მეოთხე სართულზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე დროულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.
არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.