შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გმირულად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში ჩავიდნენ.
მეხანძრე-მაშველებმა 6 წლის წინ გარდაცვლილი თანამებრძოლის ოჯახი მოინახულეს და სოფელში არსებული მემორიალი და საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისს სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში მუშაობდა. მან წყალდიდობის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თუმცა თვითონ წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და გარდაიცვალა.