შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


რუსთავის ერთ-ერთი ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსთავის ერთ-ერთი ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში ერთ-ერთი ავტობაზრობის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში შეინიშნებოდა ღია ცეცხლი. ინიციატორის გადმოცემით, შენობიდან ხანძარი გავრცელებული იყო სიახლოვეს მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირება.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებმა დროულად აღკვეთეს ცეცხლის სხვა მანქანებზე გავრცელების საფრთხე და მოახერხეს ხანძრის ლიკვიდირება.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.