შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის (NATO SNGP) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს აპარატის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს შორის განხილული იყო სამხედრო-სამოქალაქო თანმშრომლობის ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვის კონკრეტული მიმართულებები. უახლოეს მომავალში იგეგმება ნატოს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი საქართველოში ქართველ ტრენერთა მომზადების მიზნით. ასევე, დაიგეგმა ეროვნული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთობლივი სწავლებები საგანგებო სიტუაციების დროს სამხედრო სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ შეხვედრას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი - რომან ჯოხაძე და საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე - ლევან გუგენიშვილი. შეხვედრაზე, ასევე, იმყოფებოდა ნატოს ექსპერტი პიტერ კოს-კლაესონი.