შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში შემოვიდა ინფორმაცია ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ცეცხლი შეინიშნებოდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია. მეზობელი ბინებიდან დროულად მოხდა მოქალაქეების, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვნის გამოყვანა. პარალელურად, მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, ბინიდან ცეცხლი გადასული იყო ქვედა სართულის აივანზე და არსებობდა ხანძრის მეზობელ ბინებზე გავრცელების საფრთხეც. მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სულ მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.