შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


თბილისში, აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, თბილისში აგლაძის ქუჩაზე, შერეულ სასაწყობე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავების და მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა. იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს ხანძრის დროული ლოკალიზება და საწყობების მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აგლაძის ქუჩაზე სულ მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ოცამდე ჯგუფი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.