შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის 2 ხანძარი ჩააქრეს

მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის 2 ხანძარი ჩააქრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს ბუნებაში გაჩენილი ხანძრების ჩასაქრობად უწყვეტ რეჟიმში მუშაობას.

ღამის განმავლობაში გაჩნდა 2 ახალი კერა - გურიაში, მამათში და სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში. გურიასა და ასპინძაში ხანძრები ლიკვიდირებულია.

ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში - დობერაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.