შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ დონორთა კონფერენცია გახსნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ დონორთა კონფერენცია გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ,  ლევან ღირსიაშვილმა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში რიგით მესამე დონორთა კონფერენცია გახსნა.

ღონისძიება USAID-ის  პროექტის - "ზრდა საქართველოში", ასოციაციის - "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" (RDFG) და კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის მხარდაჭერით, ონლაინ ფორმატში გაიმართა. 

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დონორთა კონფერენცია საქართველოში ყოველწლიურად იმართება და მასში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურადაა ჩართული. ღონისძიება ქმნის პლატფორმას პოტენციურ დონორებთან სასაუბროდ და მათთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული მიღწევების, საჭიროებებისა და გამოწვევების გასაცნობად. 

ონლაინკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის,  პარტნიორი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია საგანგებო სიტუაციის მართვის სისტემის განვითარების პროცესის ფარგლებში არსებული გამოწვევების შესახებ, განისაზღვრა საჭიროებები და ამ პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო გზები.