შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, 5-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული მამაკაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სოფელ სქურის მიმართულებით წავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა. 

სამაშველო-საძიებო სამუშაოებში შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაზე, მიტოვებულ ქოხში იპოვეს და საძიებო ოპერაცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.

 11 ოქტომბრიდან, პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სამაშველო-საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდა 15-კაციანი ჯგუფი და დრონი. ასევე, ჩართული იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიური სამსახურიც.