შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერში მოყოლილი მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი არასრულწლოვნის ცხედარი მეწყრული მასიდან უკვე ამოსვენებულია. 

მანამდე,  მეხანძრე-მაშველებმა მძიმე ტექნიკის დახმარებით იპოვეს მეწყერში მოყოლილი ოჯახის ორი წევრის და ასევე, ავტომობილში მყოფი ორი მამაკაცის ცხედარი.

120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ. სამუშაოებს უამინდობა ართულებდა. 

ამ დროისთვის, საძიებო სამუშაოები გრძელდება მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.