შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ კოტე აფხაზის ქუჩაზე, N34-ში, ერთ-ერთ კვების ობიექტში იყო ხანძარი.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. შენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება, ღია ცეცხლი და არსებობდა ხანძრის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, მათ შენობის დატოვება მოასწრეს.

მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მალევე მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რამაც შესაძლებელი გახადა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების თავიდან არიდება.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არის, მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.