შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


თემურ მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ახლადდანიშნულ შიდა უსაფრთხოების ატაშეს შეხვდა

თემურ მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ახლადდანიშნულ შიდა უსაფრთხოების ატაშეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი და მისი პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახლადდანიშნულ ატაშეს, ერვე ჟამეს და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცერს, ამინ ტარტაგის შეხვდნენ. 

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა  განიხილეს როგორც განხორიციელებული ​ქართულ-ფრანგული პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრის შემდეგ, ერვე ჟამე და ამინ ტარტაგი საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზას ესტუმრნენ, ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ქართველი მეხანძრე-მაშველების შესაძლებლობებს გაეცნენ.