შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის დამატებით პრევენციული საშუალებები გადაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის დამატებით პრევენციული საშუალებები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ლატვიის რესპუბლიკის მთავრობისგან საჩუქრად ახალ კორონავირუსთან გამკლავების მიზნით 38 363.68 ევროს ღირებულების პირადი დაცვის საშუალებები გადაეცა. საუბარია 7000 ლიტრ ზედაპირების და 2950 ლიტრ ხელების სადეზინფექციო სითხეზე.

დახმარება ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სააკოორდინაციო ცენტრისა (EU ERCC) და ნატოს კატასტროფებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრის ( NATO EADRCC) ფორმატში გახორციელდა. სადეზინფექციო საშუალებების გადაცემის ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა. ლატვიის ელჩს საქართველოში ინგრიდა ლევრენცეს და ელჩის მოადგილეს - კლავს სნიეძეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - ნინო ბარქაია შეხვდნენ.

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობები COVID-19 გავრცელების წინააღმდეგ საბძროლველად მნიშვნელოვნად გაძლიერდა. სამსახურმა სხვადასხვა სახის სადეზინფეციო და თავდაცვითი საშუალებები, ასევე, მიიღო პოლონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის და დანიის მთავრობებისგან. აღჭურვილობას სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები, საჭიროების შემთხვევაში, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ.