შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა გადაარჩინეს 170 მოქალაქე
მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს - 23
გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია
მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვნეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ - დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ.