შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ხანძარი.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართნენ მეხანძრე-მაშველთა გჯუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე- მაშველებმა შეძლეს ხანძრის ეპიცენტრთან ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება.
მეხანძრე მაშველებს, რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებიდნენ. პირველადი დათვალიერებით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი 4 ჰექტარ ფართობზე.
ადგილზე, ასევე, იმყოფებიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.