შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მაშველებმა თუშეთში მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს

მაშველებმა თუშეთში მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში 25 წლის მოქალაქემ ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანებები და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ექიმის თანხლებით, პაციენტი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები.