შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა გადაარჩინეს 176 მოქალაქე
მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს - 21
გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია
მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ - დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ.