შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 8 ადამიანი გადაარჩინეს

მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 8 ადამიანი გადაარჩინეს

დღეს, 9 ივლისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აკრძალვის მიუხედავად წყალში შესული 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. შემთხვევები ქობულეთში და ბათუმში დაფიქსირდა. ყველა მათგანი ნაპირზე უვნებლად იქნა გამოყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მთელს სანაპიროზე დღის დღის განმავლობაში 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა და აღმართული იყო წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში.