თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე არსებულ შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
"ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია დაახლოებით 4000 კვ/მ ფართობზე არსებული სასაწყობე ჯიხურები. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე რჩება 3 სახანძრო ავტოცისტერნა. მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ადგილზე მუშაობა. ამ დროისთვის ჩვენ დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მუშაობენ შესაბამისი სამსახურები"- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.