შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანთან, ობსერვატორიის მიმდებარედ ტყეში გაჩნდა ხანძარი.

ადგილზე მუშაობს 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მომხდარ ფაქტზე საქმე დაწყებლია სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.