შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ზურაბ მუზაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ზურაბ მუზაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი 2015 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩავიდნენ. სამსახურის წარმომადგენლებმა გმირი მეხანძრე-მაშველის ოჯახი მოინახულეს და სოფელში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდა. მან ვერეს ხეობაში 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.