ნატო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მეხანძრე-მაშველების გადამზადებაში დაეხმარება - ამის შესახებ დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ, როსარია პუგლისისს შეხვედრისას აღინიშნა.
სამსახურის ხელმძღვანელმა ელჩს მადლობა გადაუხადა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მომზადებისას გაწეული დახმარებისთვის.
შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია, გაეროს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის (International Search and Rescue Advisory Group) – INSARAG -ის აკრედიტაციის მიღება, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო მისიებში.