შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 300 ერთეული ცეცხლმაქრი გადაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 300 ერთეული ცეცხლმაქრი გადაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „ელ+“-სგან საჩუქრად 300 ერთეული ქართული წარმოების, 6 კგ-იანი ცეცხლმაქრი უსასყიდლოდ გადაეცა.
 
ცეცხლმაქრების გადაცემის ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა. კომპანია ‘’ელ+’’ის წარმომადგნელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი შეხვდენ და საქართველოში წარმოებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
 
ცეცხლმაქრები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და მზადდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად. „ელ+“ ევრო ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს სხვადასხვა ტიპის სახანძრო ინვენტარს, მათ შორის: ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარს, სახანძრო კარადებს და ა.შ. კომპანიის ქარხანა პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა.