შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია ASB-სთან და საქართველოს სამარიტელთა კავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, 55 ერთეული ინფრაწითელი თერმომეტრი გადაეცა.
თერმომეტრები სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს გადაეცემა და შესაბამისი დანაყოფები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ.
თერმოსკრინინგის საშუალებების გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა.
ორგანიზაცია ASB სამოქალაქო დაცვის, პირველადი დახმარებისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობს. ორგანიზაცია 2010 წლიდან საქართველოში ჩართულია კატასტროფის რისკის შემცირების აქტივობებსა და პროექტებში. თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის საველე კარვების გადმოცემა.