შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ზუგდიდში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყონებლივ მოახდინა შეტყობინებაზე რეაგირება. მისამართზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები. 

არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხეს.

ამ დროისთვის, ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.