შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ბაღდათი - სოფელ ზეკარში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბაღდათი - სოფელ ზეკარში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბაღდათი - სოფელ ზეკარში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

დამწვარია 10 ჰა ფართობი ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

''ზეკარის ხეობაში ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა ურთულესი რელიეფის მიუხედავად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება.ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე კვლავ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალები და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც პირველივე დღიდან მუშაობდნენ ზეკარის ხეობაში“.

- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა.