ბაღდათი - სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ძალები ჩაერთნენ.
ადგილზე გვიან ღამით გაიგზავნა ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები. შექმნილია საგანგებო შტაბი.
ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.
მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის კერების დამუშავება. ადგილზე იმყოფება იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის 20-ზე მეტი თანამშრომელი. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლის, მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.