შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები სტიქიის ზონიდან

ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები სტიქიის ზონიდან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა პირადად დაათვალიერა მდ. ნენსკრას ხეობა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ადიდებული მდინარის კალაპოტის არცერთ მონაკვეთზე არ შეინიშნება დაგუბებული წყლის მასა, რამაც სტიქიის გამეორების რისკი შეიძლება შექმნას.

სტიქიის ეპიცენტრში რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ხვადაგიანი.

ადგილზე, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები.

სოფელ ჭუბერში იმყოფება 150-მდე მაშველი.