შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით გათვალისწინებული უწყებათშორისი კომისიის სხდომა ჩატარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით გათვალისწინებული უწყებათშორისი კომისიის სხდომა ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით გათვალისწინებული უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს​ ძებნა-შველის (SAR) სისტემის დანერგვასა და მის ეფექტიანობაზე, საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო საფრენ საშუალებათა მფლობელებსა და საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს (ARCC) შორის თანამშრომლობაზე, ასევე, საკოორდინაციო ცენტრსა და მორეაგირე დანაყოფებს შორის გამართული კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სამომავლო მუშაობის ფორმატსა და სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც კომისიის მიერ განხილული დადგენილებით გათვალისწინებულ საკითხებზე იმუშავებს.

აღნიშნული კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის წარმომადგენლები.