შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


რა ფუნქცია ექნებათ გოგო მაშველებს , რომლებიც სანაპირო ზოლზე წელს პირველად გამოჩდნენ

რა ფუნქცია ექნებათ გოგო მაშველებს , რომლებიც სანაპირო ზოლზე წელს პირველად გამოჩდნენ

2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან.

მათი მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.

გოგონები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე ისინი სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან.

აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. სეზონზე 20-მდე გოგო მაშველი იქნება.

მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.