ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა გიორგი მღებრიშვილს ებრაელი ტურისტების დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა
ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა გიორგი მღებრიშვილს სახანძრო-სამაშველო სამსახურის კარგი მუშაობისათვის და ებრაელი ტურისტების დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი მღებრიშილმა და შაბთაი ცურმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს და მიმდინარე პროექტებიც განიხილეს. ისრაელის მთავრობის მხარდაჭერით, ქართველი მეხანძრე-მაშველები ისრაელში გადამზადების კურსებში მონაწილეობენ.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ ბატონო ელჩო დახმარებისთვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ტყის ფართომასშტაბიან ხანძრებთან ბრძოლის დროს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ისრაელის ელჩთან შეხვედრისას.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ, ორი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურები უფრო აქტიური თანამშრომლობის ეტაპზე გადავლენ და ქართველი მეხაძრე-მაშველები ისრაელში გადამზადების ინტესიურ კურსებს გაივლიან.