მალტის ორდენსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება - ამის შესახებ შეთანხმება მალტის ორდენის ელჩ, მარჩელო ჩელესტინსა და სსმს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, შალვა ხუციშვილს შორის შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული გეგმები დასახეს. სექტემბერში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი მღებრიშვილი იტალიაში, მალტის ორდენის სათაო ოფისს ეწვევა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.