საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს დოქტორ ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ელჩს სამომავლო გეგმები გააცნო და სამსახურის მუშაობის სტრატეგიაზე ესაუბრა. შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გერმანული და ქართული მხარე თანამშრომლობას გააგრძელებს.
შეხვედრაზე მეგობარი ქალაქების - თელავისა და ბიბერახის თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. გერმანულმა მხარემ ქ. თელავის მუნიციპალიტეტს ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე სახანძრო ავტომანქანა გადასცა. გიორგი მღებრიშილმა გერმანიის ელჩს გაწული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი მღებრიშვილმა საქართველოში მეხანძრეობის ისტორიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მეხანძრეების ერთ-ერთი პირველი ორგანიზებული ჯგუფი სწორედ ბოლნისელმა გერმანელება, მე-19 საუკუნის ოციან წლებში შექმნეს.
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, გერმანიის საელჩოს მონაწილეობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გერმანელი მეხანძრეების ბოლნისურ ისტორიას შეისწავლის, რაც ორი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურების მუშაობას კიდევ უფრო გააღრმავებს.