ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ყაზბეგის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას სოფელ ყანობის პირველი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.
მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობამ და ტექნიკამ პატარა სტუმრების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
ბავშვებმა მეხანძრე-მაშველის როლი მოირგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.