შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოცხადებული კონკურსის - „მე - მეხანძრე-მაშველი“ გამარჯვებულები ცნობილია. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებლების ყველაზე მეტი მოწონება 10 წლის ლუკა ჩხაიძის ნამუშევარმა დაიმსახურა, ხოლო მეხანძრე-მაშველების რჩეული კი - 8 წლის ეთერ ქაშიაშვილის ნამუშევარი გახდა. დღეს, კონკურსის მონაწილეებსა და მის გამარჯვებულებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა - თემურ მღებრიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ - ლევან ღირსიაშვილმა, სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, თბილისში, სახანძრო ტექნიკის მთავარ სადგომში უმასპინძლეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და გამარჯვებულები პირადად დააჯილდოეს.

„მე - მეხანძრე-მაშველის“ 50-ვე მონაწილეს საპატიო სიგელები, ხოლო გამარჯვებულებს, სიგელებთან ერთად, სათამაშო სახანძრო მანქანა და სპეციალურად მათთვის შექმნილი მეხანძრე-მაშველის ფორმა გადაეცათ.

კონკურსში მონაწილეობა 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებმა მიიღეს.

საჩუქრების მიღების შემდეგ, პატარებმა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებთან ერთად დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.