შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ლისის ტბაზე აღნიშნეს.

პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ლისის ტბაზე აღნიშნეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა კოლეგებთან ერთად საზოგადოებას აღჭურვილობა და ტექნიკა წარუდგინეს. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სახანძრო-სამაშველო მანქანები, მათ შორის ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომლის ანალოგის წარმოებაც საქართველოში, დელტაში იგეგმება.

ლისის ტბაზე წარმოდგენილი იყო საზღვაო სამაშველო ტექნიკა და მაშველები წყალზე. სპეციალურად მოწყობილ სტენდზე კი გამოფენილი იყო ის აღჭურვილობა, რითაც მეხანძრე-მაშველები ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებენ სხვადასხვა სამაშველო ოპერაციას. მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმრებს სავარჯიშო სამთო კედელიც დაუთმეს.

დღესვე გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგაზაფხულო საფეხბურთო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონია. ტურნირში მეხანძრე-მაშველებმა მესამე ადგილი დაიკავეს.