მეხანძრე-მაშველებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებების ოფიციალურ ნაწილშიც. სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად, პირადი შემადგენლობა წარმოადგინა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასევე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს და პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს.
პოლიციის დღეს მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანი გამოჩენილი მამაცობისთვის მედლით დაჯილდოვდა. ჯილდო მას გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის დროს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მცირეწლოვანი ბავშვის გამოყვანისთვის გადაეცა.
ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი დაესწრო. მან, ოფიციალური ნაწილის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტენდი დაათვალიერა