შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


„მე ვიცავ საქართველოს უსაფრთხოებას“ - მეხანძრე-მაშველები 192 საბავშვო ბაღს ესტუმრნენ

„მე ვიცავ საქართველოს უსაფრთხოებას“ - მეხანძრე-მაშველები 192 საბავშვო ბაღს ესტუმრნენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 192-ე საბავშვო ბაღის მოსწავლეებმა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს ღია გაკვეთილზე უმასპინძლეს. გაკვეთილის თემა უსაფრთხოების წესები იყო. პატარებს მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესები აუხსნეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.


მეხანძრე მაშველებთან ერთად ბაღში ჯარიკაცები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები იყვნენ. ღია გაკვეთილის შემდეგ პატარებმა სტუმრებთან ერთად სპეც ტექნიკა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
ბავშვებმა მეხანძრე მაშველებს სიურპრიზი დაახვედრეს. მათ სპეციალურად სტუმრებისთვის, საკუთარი ხელით, სათამაშო მეხანძრეები დაამზადეს და საჩუქრად გადასცეს.