შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - კლაუს ბუხმიულერი და სწრაფი განთავსებისა და საერთაშორისო ოპერაციების უფროსი სპეციალისტი - პეტერ გოხარაჯი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოს ესტუმრნენ და სამსახურის ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად 23 მაშველისგან შემდგარი ჯგუფი შეადგინა. მაშველების პროფესიულ შესაძლებლობებს გერმანული მხარე ადგილზე შეაფასებს და საქართველოს INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებისთვის საჭირო რეკომენდაციებს მისცემს.

INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებით, საქართველო საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრი გახდება, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამაშველო მისიებში. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური აკრედიტაციის მიღების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მენტორობას გაუწევს.