საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს ხატვის კონკურსს 6-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სახელწოდებით ,,მე - მეხანძრე - მაშველი“.
კონკურში მონაწილეობის მისაღებად 22 მაისამდე გამოგვიგზავნეთ მეხანძრე-მაშველების თემატიკაზე შექმნილი ნახატები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე. გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ნახატის ავტორის სახელი, გვარი და მშობლის ტელეფონის ნომერი.
23 მაისს ნახატები დაიდება ჩვენს გვერდზე და 29 მაისამდე მომხმარებელს საკუთარი ფავორიტის არჩევა შეეძლება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 2 გამარჯვებული -
1.ფეისბუქ მომხმარებლის რჩეული
2.მეხანძრე-მაშველების რჩეული
1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს ყველაზე მეტი მოწონების მქონე 30 მოსწავლეს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში უმასპინძლებენ.
დეპოში მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა. პატარა სტუმრები დაათვალიერებენ სახანძრო შენობას და მუზეუმს. ღონისძიების დასასრულს, კონკურსის 2 გამარჯვებული მონაწილე მიიღებს საჩუქრებს.