პროექტის მთავარი მიზანია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ფეთქებადი (ქბრბ) საფრთხეების შემცირების, კონტროლისა და მასთან ბრძოლაში ხელშეწყობისა და ტექნოლოგიური განვითარების ინსტრუმენტის შემუშავება.
პროექტის ფარგლებში ამერიკულმა მხარემ ქბრბ რეაგირების მაშველები გადაამზადა და მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადასცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შალვა ხუციშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არსებულ ქბრბ რეაგირების სამაშველო ჯგუფების შესაძლებლობებსა და აამაღლებს მათი თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის დონეს.