ცეცხლი ქაღალდის საწყობში გაჩნდა. დამწვარია- 100 კვ. მ. ფართი
ქაღალდის რულონების სწრაფი აალების გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძარი შენობაზე არ გავრცელებულა.
ხანძარი ლიკვიდირებულია
ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.