“SRBIJA2018” – ის სწავლების გახსნის ცერემონიას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი დაესწრნენ.
იენს სტოლტენბერგი ქართველ მეხანძრე-მაშველებს მიესალმა და წარმატებები უსურვა.
ფართომასშტაბიან სწავლებაში ჩართულია NATO-ს 29 მოკავშირე ქვეყნის 170 წარმომადგენელი.
სწავლების მიზანია ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება, მათ შორის, სასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შესაბამისი კოორდინაციისა და თანამშრომლობის პრაქტიკაში გავარჯიშება.